კატეგორიები

საგანგებო სიტუაციების სამსახური: თანამშრომელთა სამუშაო პირობები არ გაუარესებულა

საგანგებო სიტუაციების სამსახური: თანამშრომელთა სამუშაო პირობები არ გაუარესებულა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც უარყოფს ინფორმაციას თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუარესების შესახებ.

განცხადებაში საუბარია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების განსაზღვრაზე, მათი ავტომობილების დაზღვევაზე, სამედიცინო აღჭურვილობის განახლებაზე, ფილიალების რემონტზე და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს რიგი ღონისძიებები გატარდა.

განცხადებაში არ არის საუბარი კოვიდდანამატის მოხსნასა და მე-13 ხელფასის არასრულად ჩარიცხვის შესახებ.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები