კატეგორიები

სუეცის არხში მოძრაობა აღდგა

სუეცის არხში მოძრაობა აღდგა

ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სატვირთო გემი, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა,  გუშინ სუეცის არხის გავლის დროს გაფუჭდა. თუმცა გემი უკვე გამოიყვანეს არხიდან. შესაბამისად, ამ მნიშვნელოვან ადგილას მოძრაობა აღდგა.

როგორც სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, სატვირთო გემი არხში გადაადგილების დროს ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა. მის გამოყვანას 4 საბუქსირო გემი დასჭირდა.

ბერძნული გადამზიდი კომპანიის მფლობელობაში მყოფი გემი, რომელიც ჩინეთისკენ მიემართებოდა, არხის 28-ე კილომეტრის ნიშნულზე გაფუჭდა. საბუქსირო გემებმა ის შესაკეთებლად ახლომდებარე საზღვაო პარკში შეიყვანეს.

სუეცის არხში მოძრაობა გემის გაყვანისთანავე აღდგა. ბოლო ინფორმაციით, გუშინ 51 გემს უნდა ემოძრავა ორივე მიმართულებით.

დაკავშირებული ამბები
დატოვებს თუ არა რუბიო თანამდებობას? - სახელმწიფო მდივნის შესაძლო გეგმების შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს „რესპუბლიკელები“ ტრამპს აკრიტიკებენ - არჩევნებში მარცხის მიზეზად ვენსი ირანში ომს ასახელებს
სხვა ამბები