მთავარიმსოფლიონატო და ევროკავშირი ერთობლივ დეკლარაციას ავრცელებენ

ნატო და ევროკავშირი ერთობლივ დეკლარაციას ავრცელებენ

2018 წლის შემდეგ ნატოსა და ევროკავშირის მიერ მიღებულ პირველ ერთობლივ დეკლარაციაში წერია, რომ ალიანსი რჩება ევრო – ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტად.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა ევროპის კონტინენტზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 100 ათასამდე გაზარდა.

ერთობლივი დეკლარაციის შესახებ ისაუბრეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ჩვენს მიერ მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ადასტურებს, რომ ნატო ევროატლანტიკური თავდაცვის მთავარ ინსტრუმენტსა და უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. დეკლარაციაში საუბარია გაძლიერებული ევროპული თავდაცვის მნიშვნელობაზეც. ევროპული თავდაცვა ნატოსთან თავსებადია და წარმოადგენს ნატოს ძალების ფონზე შესანიშნავ დამატებით რესურსს“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ისაუბრა.

„რუსული მხრიდან მომავალი საფრთხეები და გამოწვევები ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არ წარმოადგენს ერთადერთ საფრთხეს. ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ჩინეთი თავის სასარგებლოდ შეცვალოს არსებული გეოპოლიტიკური დღის წესრიგი მსოფლიოში. გამომდინარე აქედან აუცილებელია, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. ერთობლივი დეკლარაციით თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მიუხედავად იმისა, რომ ორი საერთაშორისო ორგანიზაციის რიგებში ერთი და იმავე 21 სახელმწიფოა გაწევრებული, ნატოსა და ევროკავშირის კიდევ უფრო დაახლოება გამოწვევებით სავსე საკითხია.

თურქეთის რესპუბლიკას, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფო 1952 წლიდან არის, ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

ევროკავშირსა და ნატოს ამავე დროს განსხვავებული შიდა დინამიკა აქვთ, ალიანსში წამყვან როლს ვაშინგტონი თამაშობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend