მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი: მსოფლიომ დაინახა, როგორ დაარღვია რუსეთმა ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება

ზელენსკი: მსოფლიომ დაინახა, როგორ დაარღვია რუსეთმა ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება

რუსი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ კვირას მათ აღმოსავლეთ უკრაინაში, კრამატორსკში, სამხედრო ყაზარმებზე მიიტანეს იერიში, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მხარი ინფორმაციას არ ადასტურებს. კრამატორსკის მოსახლეობასაც ეჭვი ეპარება, რომ  რუსეთის დარტყმებს ასობით ადამიანი შეეწირა, როგორც ამას მოსკოვში ამტკიცებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ იტყუება რუსეთი. იგი თავად არღვევს ცალმხრივად მიღებულ იმ შეთანხმებას, რომელიც შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტას უკავშირდებოდა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახალი წლის პირველ კვირას ფრონტის ხაზზე ვითარება დიდად არ შეცვლილა და მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუჰანსკისა და დონეცკის რაიონებში. იგი დარწმუნებულია, რომ რუსები ბახმუტს ვერ აიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უმეტესი ნაწილი რუსების თავდასხმების გამო განადგურებულია, უკრაინელი ჯარისკაცები  მუდმივად იგერიებენ მტრის იერიშებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  სოლედარიც ჯერჯერობით მტკიცედ დგას,  თუმცა დასძენს, რომ იქ უფრო რთული ვითარებაა.

კურსკის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა კვირას გამოაქვეყნა ვედეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვრთნიან მას „ვაგნერის“ ბაზაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend