მთავარიევროპაგერმანიაგარემოსდამცველები გერმანიაში ქვანახშირის წარმოების ზრდას აპროტესტებენ

გარემოსდამცველები გერმანიაში ქვანახშირის წარმოების ზრდას აპროტესტებენ

გერმანიაში გარემოსდამცველებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ გერმანიის პატარა სოფელს ახლომდებარე ქვანახშირის მაღაროს გაფართოებისგან. ეს ადგილი მთავრობასა და გარემოსდამცველებს შორის ერთგვარ ბრძოლის ველად იქცა.

საპროტესტო აქციების დასაგეგმად ათასობით ადამიანი შეიკრიბა,  მათ შორისაა გარმოსდამცველი ლუიზა ნოიბაუერი.

“ეს არის ნახშირორჟანგის ყველაზე დიდი წყარო ევროპაში. ეს არის ემისიები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ვდგავართ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენზე არიან დამოკიდებული, ეს ადამიანები მაშინ იმაღლებენ ხმას,  როდესაც მთავრობა ამას ვერ ბედავს”, – განაცხადა გარემოსდამცველმა ლუიზა ნოიბაუერმა.

ღია მაღაროს დახურვა 2030 წლისთვის იგეგმება. გაერთიანებულ კომპანიაში RWE ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ქვანახშირი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ახლა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

გარემოსდამცველები ამტკიცებენ, რომ ეს გამოყოფს სათბური აირების დიდ რაოდენობას. ეს კი ხელს შეუშლის გერმანიას 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend