კატეგორიები

WHO: ჩინეთი კორონავირუსის რეალურ მონაცემებს არ ავრცელებს

WHO: ჩინეთი კორონავირუსის რეალურ მონაცემებს არ ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ზუსტ ინფორმაციას არ ავრცელებს, როდესაც საქმე კოვიდით გარდაცვალებას ეხება. იგი მალავს რეალურ შედეგს, რომელიც ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების მატებამ გამოიწვია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეკემბერში ჩინეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევა დადასტურდა. ჩინეთის ხელისუფლება მხოლოდ რესპირატორული დაავადებით გარდაცვალების შემთხვევებს აღრიცხავს, ეს კი რეალურ სურათს არ აჩვენებს.

ჯანმო ჩინურ მხარეს გამუდმებით სთხოვს, უფრო სწრაფად და რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია ჰოსპიტალიზებულთა და  გარდაცვლილთა შესახებ. ისინი ასევე ითხოვენ, ჩინეთის ხელისუფლებამ  ზუსტად  განსაზღვროს, რეალურად რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი ქვეყანაში. ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი  შეშფოთებულია ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და კორონავირუსის გავრცელების ინტენსიური ხასიათის გამო.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ თვეს მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები გააუქმა.

ჩინეთში ვირუსის სწრაფად გავრცელებამ  საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებაც გამოიწვია. ზოგიერთმა ქვეყანამ ჩინელი მოგზაურებისთვის უკვე დააწესა კოვიდტესტირება.

 

დაკავშირებული ამბები
ევროპელი ლიდერები ბერლინში უკრაინის მხარდაჭერასა და ნატოს გაძლიერებაზე შეთანხმდნენ ნატოს ყოველწლიური საზღვაო სწავლება BALTOPS 26 დასასრულს უახლოვდება
სხვა ამბები