მთავარიამერიკაპერუპერუში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

პერუში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

გასული კვირის განმავლობაში, ხანმოკლე პაუზის შემდეგ, პერუში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი განახლდა.

პერუს ომბუდსმენის ოფისის ცნობით, 36 პროვინციაში მოსახლეობამ საავტომობილო გზები ჩაკეტა, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ასობით მომიტინგე სასტიკად დაარბია.

ყველაზე მძვინვარედ საპროტესტო აქცია დედაქალაქ ლიმაში მიმდინარეობს. მომიტინგეები ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ.

პერუში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან მთვარობის ხელმძღვანელი პირებიც. პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს განცხადებით, პერუში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, დაგეგმილია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

„დღეს პერუში, თავისი არსებობის ისტორიის განმავლობაში, ყველაზე რთული ვითარებაა რაც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. არსებობს მწვავე გარემოებები, რომლებიც ჩვენგან დიდ ძალისხმევას, ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

გარდამავალმა მთავრობამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, გამონაკლისის გარეშე, ყველა სექტორთან წამოიწყო დიალოგი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend