კატეგორიები

კუბიდან აშშ-ში ჩამსვლელ მიგრანტთა რაოდენობა იზრდება

კუბიდან აშშ-ში ჩამსვლელ მიგრანტთა რაოდენობა იზრდება

კუბიდან შეერთებულ შტატებში მიგრაცია კიდევ უფრო გაიზარდა.

მიმდინარე კვირაში ფლორიდაში, კეისის სანაპიროზე 500-ზე მეტი კუბელი მიგრანტი გადავიდა.

მათი უმეტესობა კუბაში არსებულ კომუნისტურ რეჟიმს და იქ არსებულ სიდუხჭირეს გაურბის. ახალი მიგრანტები, მათთვის სპეციალურად განკუთვნილ დროებით ტერიტორიაზე ჰყავთ მესაზღვრეებს განთავსებული.

კარვებში მცხოვრები მიგრანტების ბედი ჯერ გაურკვეველია. თუმცა, მათ იმდენად მძიმე პირობებში უწევთ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირომდე მიღწევა, რომ მათი უკან გაბრუნების შანსი ნაკლებია.

სავარაუდოდ ამერიკის საემიგრაციო სამსახური, მათ ქვეყანაში დარჩენის საშუალებას მისცემს.

დაკავშირებული ამბები
ჯეი დი ვენსის თქმით დონალდ ტრამპის განცხადება, მოლაპარაკებებისას ეკონომიკის არ გათვალისწინების შესახებ, კონტექსტიდან იქნა ამოღებული სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს
სხვა ამბები