მთავარიაზიაჩინეთიევროპის რამდენიმე ქვეყანამ ჩინელი მოგზაურებისთვის კოვიდტესტირება შემოიღო

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ჩინელი მოგზაურებისთვის კოვიდტესტირება შემოიღო

ჩინეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად გაიზარდა. რამდენიმე ქვეყანამ  ჩინეთიდან მოგზაურებს ანტივირუსული ზომები დაუწესა. პეკინი გმობს ამ ქვეყნების ქმედებებს.

ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ინდოეთი,  ქვეყანაში შესასვლელად კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს ითხოვს.  ჩინეთის წარმომადგენლებისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს სპიკერი მაო ნინგი აღნიშნავს, რომ ჩინეთი მზად არის დაუღალავად იმუშაოს და გააძლიეროს კომუნიკაცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა დაძლიონ ეპიდემია.

მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ ჩინელი მოგზაურებისთვის გარკვეული ზომები დააწესა. ეს გადაწყვეტილება მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს, ეს პრაქტიკაც მიუღებელია ჩინეთისთვის.

ჩინეთის ხელისუფლება მკაცრად ეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას, რომელიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ეპიდემიის პრევენციის ღონისძიებების მანიპულირებას გულისხმობს. მაო ნინგი აფრთხილებს ყველას,  რომ ჩინეთს აუცილებლად ექნება საპასუხო რეაქცია.

დაახლოებით 12-მა ქვეყანამ,  მათ შოროს ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, ჩინელი მოგზაურებისთვის კოვიდზე ტესტირება შემოიღო. ერთობლივ მიდგომასთან დაკავშირებით ევროკავშირში დღეს გაიმართება შეხვედრა.

ჩინეთში კი ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. შემთხვევების რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა,  რაც პეკინმა დაწესებული ზომები შეამსუბუქა. ამ ნაბიჯით მან დაასრულა „ნულოვანი კოვიდის“ მკაცრი პოლიტიკა  და ქვეყანაში დაწესებული კარანტინი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend