მთავარიმსოფლიოევროპასერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს

სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს

სერბებმა  ჩრდილოეთ კოსოვოში ქუჩების გადასაკეტად დამატებით ხერგილები ააგეს. მათ უგულებელყვეს საერთაშორისო მოთხოვნები უკვე აღმართული ბარიკადების მოხსნასთან დაკავშირებით. მიტროვიცაში  ახალი ბარიერი სატვირთოებისგან  წუხელ შექმნეს.

ჩრდილოეთ კოსოვოში ერთ-ერთი დასახლებაა, რომელშიც კოსოვოელი სერბები და ეთნიკური ალბანელები ცხოვრობენ. კრიზისის დაწყებიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც სერბებმა ერთ-ერთ მთავარ დასახლებაში ქუჩები გადაკეტეს.

კოსოვოს უსაფრთხოების კვლევის ცენტრის თანამშრომელს სკენდერ პერტრეშს მიაჩნია, რომ სერბეთისა და რუსეთის საერთო მიზანია, კონფლიქტი და კრიზისი წარმოიქმნას იმ ადგილებში,  რომლებშიც დასავლეთის როლი აქტიურად იგრძნობა. მისი თქმით, ეს ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციის შექმნასა და რუსეთისა და სერბეთის გავლენის გაზრდას ემსახურება.

კოსოვოში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პატრიარქ პორფირეს შეხვდა.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ კოსოვოელი ალბანელების მთავარი პრობლემა ბარიკადებია, რომლებიც სერბებმა მხოლოდ პროტესტის ნიშნად აღმართეს. მისი თქმით, სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება თუ სხვა უაზრო ქმედებები მხოლოდ  კონფლიქტის წარმოქმნას უკავშირდება და მათი მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიიდან სერბების გაძევებაა.

დაძაბულობამ კოსოვოში, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პიკს მიმდინარე თვეს მიაღწია. დასავლეთის მცდელობები მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მისაღწევად უშედეგო აღმოჩნდა, რადგან სერბეთი არ ცნობს კოსოვოს, როგორც სახელმწიფოს.  ევროკავშირი ბელგრადსა და პრიშტინას თავშეკავებისა და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend