მთავარიევროპათურქეთითურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრებას კვლავ ეწინააღმდეგება

თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრებას კვლავ ეწინააღმდეგება

შვედეთმა ვერ შეძლო, რომ ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით თურქეთს ვეტო მოეხსნა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ხუთშაბათს ანკარაში შეხვდნენ. სხვა საკითხებთან ერთად, მათ განიხილეს იმ თურქი ჟურნალისტის საქმე, რომელიც თურქეთის მთავრობამ იგი თურქეთში 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ჟურნალისტის ექსტრადირებაზე შვედეთის მართლმსაჯულების სისტემამ უარი განაცხადა.

„თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ნატოს მოკავშირეები,  უნდა დავინახოთ კონკრეტული თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში. ჩვენი მოლაპარაკებები გრძელდება კონსტრუქციული გზით. სამწუხაროდ, ჟურნალისტ კენესის ექსტრადიციის შესახებ მიღებულმა უარყოფითმა გადაწყვეტილებამ სერიოზულად შეუშალა ხელი მოლაპარაკებებს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისმა შვედმა კოლეგამ კი ამ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებებს. შვედეთს აქვს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ყველა საქმე განიხილება დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამხედრო წვრთნებში ფინეთი და შვედეთი ხშირად მონაწილეობდნენ, ათწლეულების განმავლობაში ისინი ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ინარჩუნებდნენ.

თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი თვის შემდეგ ორივე ქვეყანამ ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება გადაწყვიტა. მათ ალიანსში გაწევრებას ეწინააღმდეგება თურქეთი, რადგან შვედეთი თურქული სასამართლოს მიერ დევნილ ოპონენტებსა და ქურთების დამოუკიდებლობის მომხრეებს იფარებს ქვეყანაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend