კატეგორიები

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრება

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშილითვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ესწრება ყოფილი პრეზიდენტი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც – ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო.

სხდომას ესწრებიან სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები.

მიხეილ სააკაშილითვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე მსჯელობს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები