მთავარიევროპაბელარუსი„ჩვენი მიზანია სხვადასხვა სფეროში გარკვეული შედეგები შევაჯამოთ“ - რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსში

„ჩვენი მიზანია სხვადასხვა სფეროში გარკვეული შედეგები შევაჯამოთ“ – რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსში

“ყვავილები ვლადიმერ პუტინისთვის” – ეს მინსკში 2019 წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი პირველი ვიზიტია.

რუსეთის პრეზიდენტს თვითმფრინავის ტრაპთან ბელორუსი კოლეგა ლუკაშენკა დახვდა, ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტი სოლიდური ეკონომიკური ხასიათისაა, თუმცა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში სხვა საკითხებიც არის.

„ჩვენი მიზანია სხვადასხვა სფეროში გარკვეული შედეგები შევაჯამოთ ბოლო დროს დიდი ყურადღება მივაქციეთ უსაფრთხოების საკითხებს და თანამშრომლობას საერთაშორისო არენაზე. საერთო ჯამში, ჩვენ უნდა ვიყოთ კმაყოფილი იმით, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის ვიზიტი ბელორუსში უკრაინელი სამხედროების მზარდი შიშის ფონზე მიმდინარეობს. სამხედროები ვარაუდობენ, რომ კიევის დასაპყრობად კრემლი მალე ახალ ფრონტს ბელორუსის საზღვრის გასწვრივ გახსნის.

რუსეთმა ბელორუსში ჯარები „ტაქტიკური წვრთნების” ჩასატარებლად უკვე გაგზავნა. პრეზიდენტი ლუკაშენკა უარყოფს ბელორუსის შესაძლო მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის ომში და აცხადებს, რომ უკრაინაში ბელორუსის ჯარების გაგზავნას არ აპირებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend