კატეგორიები

რიში სუნაკი: ჩინეთი დიდი ბრიტანეთისთვის სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს

რიში სუნაკი: ჩინეთი დიდი ბრიტანეთისთვის  სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევას წარმოდგენს დიდი ბრიტანეთის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, როდესაც იგი საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობდა.

„ბიბისის“ ჟურნალისტს შანხაის აქციების გაშუქების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრიტანეთის  მთავრობამ დაგმო პეკინის ქმედებები.

რიში სუნაკის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ჩინეთის მთავრობას მოესმინა თავისი ხალხისთვის, გადაწყვიტა, უფრო აგრესიულად ემოქმედა. იგი თავს დაესხა  „ბიბისის“ ჟურნალისტს. რიში სუნაკს მიაჩნია, რომ მედიასა მათ როგორც, პარლამენტარებს, უნდა შეეძლოთ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება სანქციების გარეშე. მათ ხმამაღლა უნდა ისაუბრონ ძალადობისა და ჰონგ-კონგში თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე.

თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ედ ლოურენსს არ უთქვამს, რომ იგი ჟურნალისტია.

შანხაიში მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც, სავარაუდოდ, ორშაბათს დაგეგმილი აქცია ჩაშალა. ჩინეთის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. ჩინეთში დემონსტრაციები კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მოჰყვა.

 

Related news
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ ბრიტანეთის მთავრობა სკანდალში გახვეულ ყოფილ პრინცთან დაკავშირებით კონფიდენციალურ დოკუმენტებს გაასაჯაროებს
სხვა ამბები