კატეგორიები

ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი იმყოფება

ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი იმყოფება

დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ III-მ მისი მმართველობის პერიოდში პირველ სახელმწიფო ვიზიტს უმასპინძლა. ლონდონს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოზა ეწვია. ის დიდ ბრიტანეთში, მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.

1000-ზე მეტი ჯარისკაცი და 230-ზე მეტი ცხენი მონაწილებდა ლონდონში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიალში.

ვიზიტი დედოფალ ელიზაბეტ II-ს დროს დაწესებულ ტრადიციულ ფორმატს მიჰყვება. ცერემონიაზე პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი გამოჩნდა. ის ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯეიმს კლერლთან ერთად შეუერთდა.

რამდენიმე წუთში მეფე ჩარლზის მანქანაც გამოჩნდა, საიდანაც ჩარლზ მესამე მეუღლესთან კამილასთან ერთად გადმოვიდა.

პრეზიდენტი ლონდონში იმ დროს ჩავიდა, როდესაც სამხრეთ აფრიკა ელექტროენერგიის გათიშვისა და უმუშევრობის მაღალი დონის წინააღმდეგ იბრძვის.

სირილ რამაფოზა ვიზიტის ფარგლებში სიტყვით მიმართავს დეპუტატებს და შეხვდება ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკს.

Related news
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ ბრიტანეთის მთავრობა სკანდალში გახვეულ ყოფილ პრინცთან დაკავშირებით კონფიდენციალურ დოკუმენტებს გაასაჯაროებს
სხვა ამბები