ფინეთში გასული კვირის ბოლოს განაცხადეს, რომ რუსეთის საზღვართან უსაფრთხოებისა და კონტროლის გაძლიერებას გეგმავენ.
200-კილომეტრიან მონაკვეთზე გამყოფი ღობეც აღიმართება. 1300-კილომეტრიან საზღვარზე 200 კილომეტრის სიგრძის ღობის მშენებლობის პროცესი სამ ფაზად დაიყოფა და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 380 მილიონი ევრო იქნება.
ბრიგადის გენერალი იარი ტოლპანენი ამბობს, რომ ფინეთსა და ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ცვლილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ფინეთსა და რუსეთს შორის საზღვარზე პრობლემები არ არსებობდა, თუმცა ახლა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეთანხმების შეცვლა და ახალი ზომების მიღებაა საჭირო.
ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ჰელსინკიზე პოლიტიკური ზეწოლისთვის მიგრანტებს გამოიყენებს. ამიტომ ნატოს კანდიდატმა ქვეყანამ, ფინეთმა, მიიღო ახალი ცვლილებები საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ კანონში. მისი მიზანია, საზღვარზე უფრო უსაფრთხო ღობეები აღიმართოს.