სტამბოლის პოლიცია კვლავ მობილიზებულია. კვირას ქალაქში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა. აფეთქება თაქსიმის მოედნის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით ხუთის ოც წუთზე მოხდა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის განცხადებით, ბომბი ერთ-ერთმა ქალმა ააფეთქა. მთავრობამ ქმედება ტერორისტულ აქტად შეაფასა.
აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სტამბოლი ქურთი სეპარატისტებისა და გასამხედროებული ისლამისტების სამიზნე იყო, ამჯერად თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა გადარჩენილები საავადმყოფოში მოინახულა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეს იყო ვერაგული თავდასხმა და დასძინა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება.