კატეგორიები

ბერლინში ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გააპროტესტეს

ბერლინში ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გააპროტესტეს

ბერლინის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები ქვეყანაში ინფლაციის მაღალ  მაჩვენებელს აპროტესტებდნენ, ასევე საკვების ფასებზე კონტროლისა და მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებას მოითხოვდნენ. დემონსტრაცია მემარაცხენეთა ორგანიზებით მოეწყო. ბოლო ინფორმაციით, აქციაში 3000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ მომავალი. მათ შექმნილი კრიზისისა და ინფლაციის გამო ელემენტარული საკვების ყიდვაც არ შეუძლიათ.

ახალგაზრდები ცალკე საცხოვრებლადაც ვერ გადადიან, რადგან საკუთარი ბინის შესაძენად შესაბამისი თანხა არ აქვთ. როგორც ამბობენ, მთავრობა მათ მოკლევადიან,  ე.წ. ფსევდოგადაწყვეტილებებს სთავაზობს, რადგან არ სურთ გრძელვადიანი გამოსავლის ძიება.

ბოლო ინფორმაციით, გერმანიაში ინფლაციამ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ, 10.4-პროცენტიან ნიშნულს ოქტომბერში მიაღწია.

დაკავშირებული ამბები
ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა გერმანული ბიზნესის ნაწილი და ულტრამემარჯვენე AFD სანქტ-პეტერბურგის ფორუმს დაესწრებიან
სხვა ამბები