მთავარისაქართველოსამოქალაქო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატი წარადგინა

სამოქალაქო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატი წარადგინა

საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ამ თანამდებობაზე მიუკერძოებელი და კომპეტენტური კანდიდატები შეირჩნენ, რომლებსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება.

დღეს, 10 ნოემბერს კოალიციამ, „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ხუთ კანდიდატი წარადგინა. კანდიდატების შერჩევა კი საკანონმდებლო ორგანოში მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ ხუთივე კანდიდატს და იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესებით, არამედ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულების მოტივით.

გიორგი ბურჯანაძე, სულხან სალაძე, ანა აბაშიძე, ლიკა საჯაია და დიმიტრი ხაჩიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის  ამ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ამ თანამდებობაზე მიუკერძოებელი და კომპეტენტური კანდიდატები შეირჩნენ, რომლებსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრი პარლამენტს წელიწადზე მეტია არ აურჩევია და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 10 წევრიანი შემადგენლობით მუშაობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, სასამართლო რეფორმასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან ერთად, ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

2022 წლის 30 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 4 ოქტომბერს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად კი არამოსამართლე წევრების არჩევისას დადგინდა მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend