კატეგორიები

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და “მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივარი – ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები