კატეგორიები

საქართველოში მედიკამენტების ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დაადგენენ

საქართველოში მედიკამენტების ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დაადგენენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დადგენის რეფორმაზე მუშაობს.

ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დადგენს, რომელზეც მაღალ ფასადაც წამლის გაყიდვა 2023 წლიდან აიკრძალება.

დღეს, 27 ოქტომბერს ამ საკითხის განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები რეფორმაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებსა და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები