მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთში საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს

ბულგარეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში  ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“.

თუმცა ეს შედეგი საკმარისი არ არის. ფიქრობენ, რომ კოალიცია გარდაუვალი იქნება.

„გმადლობთ მხარდაჭერისთვის და ყველა პოლიტიკოს კოლეგას  ვურჩევთ, დაფიქრდნენ, სანამ ისაუბრებენ“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ტომისლავ დონჩევმა.

ყოფილი მმართველი პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ პირველი შედეგებით მეორე ადგილზეა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა დამარცხება აღიარა. ისინი გამარჯვებულს მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებენ.

თუმცა მან პირობა დადო,  რომ ისინი სახელმწიფოს სათავეში ერთად არასდროს იქნებოდნენ.

“რთულ ზამთარს ველით, GERB-ის პარტიას მინდა ვუსურვო წარმატება მთავრობის ფორმირებაში, მათი წარმატება ბულგარელი ხალხის წარმატებაა.”

„ჩვენ გვაქვს ღირებულებები, რომლებსაც არ ვუღალატებთ, გვყავს ამომრჩევლები და მივეცით დაპირებები, რომლებსაც აუცილებლად შევასრულებთ“,  – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა.

კოსტადინ კოსტადინოვის ნაციონალისტურ პარტიას „აღორძინებას“ ერთი წელიც არ დასჭირვებია, რომ შედეგი გაეორმაგებინა.

ეს პარტია ცნობილია, როგორც ძლიერი პრორუსული იდეების გამტარებელი.

“დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია არსებობდეს მთავრობა. პარლამენტში პარტიებს, გარდა „აღორძინებისა“, არ აქვთ პრინციპები, თუ არ გავითვალისწინებთ მათ პირად მიზნებს. ამიტომაც როდესაც მათ ამერიკის საელჩოში გამოიძახებენ, ისინი თავიანთ დაპირებასა და პრინციპს დაივიწყებენ“, – განაცხადა “აღორძინების” ლიდერმა.

შედეგების მიხედვით, ბულგარეთის პარლამენტში შესაძლოა ,კიდევ ერთი პრორუსული პარტიაც მოხვდეს.

„ბულგარეთის აღზევების“ ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის მთავრობის დროს მინისტრის თანამდებობას იკავებდა და იგი მაშინ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, როდესაც მან უკრაინის ომი  „ოპერაციად“ შეაფასა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend