კატეგორიები

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღია რჩება – მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღია რჩება – მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ნატო-ში უკრაინის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

„ყველა დემოკრატიას ევროპაში აქვს უფლება განაცხადი შეიტანოს, ნატო-ს კარი ღია რჩება. მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები. ჩვენი მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინისთვის სწრაფი დახმარების მიწოდებაზეა“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს დატოვების საკითხს განიხილავს თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა
სხვა ამბები