მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის სოფელი ფელდჰაიმი სრულად ენერგოდამოუკიდებელია

გერმანიის სოფელი ფელდჰაიმი სრულად ენერგოდამოუკიდებელია

ევროპა ზამთარს შიშით მოელის, თუმცა გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. საპილოტე პროგრამის დამსახურებით, რომელიც 1990-იან წლებიდან მოქმედებს, ბერლინის სამხრეთით, ფელდჰაიმში, ქარის ტურბინები დამონტაჟდა. ახლა 130-კაციანი დასახლება სრულად ენერგოდამოუკიდებელია.

ფელდჰაიმის მკვიდრი კეტლინ ტომპსონი ამბობს, რომ ქარის ელექტროსადგური წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ახლა კი მათ ქარის  55 ტურბინა აქვთ. მისი თქმით, სოფლის ენერგოქსელი დენს სწორედ აქედან  იღებს. გათბობა კი ბიოსადგურიდან მიეწოდებათ, რომელიც 2008 წელს აშენდა.

რეგიონთან შედარებით, აქ დენის დაბალი გადასახადია.  ადგილობრივები ამაყობენ იმით,  რომ ენერგოდამოუკიდებლები არიან.

2010 წლიდან ფელდჰაიმს საკუთარი ენერგოქსელი აქვს და აღარ არის დამოკიდებული  ელექტროენერგიის იმპორტზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend