მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის დროს მიგრანტთა რაოდენობამ პიკს მიაღწია

ბრაზილიაში ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის დროს მიგრანტთა რაოდენობამ პიკს მიაღწია

უკეთესი ცხოვრების სურვილით ბევრი ბრაზილიელი სამშობლოდან პორტუგალიაში ჩავიდა. ისინი ბრაზილიაში არსებულ ძალადობას გაურბიან.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ ძირითადად ქალები ჩამოდიან, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას, კარგ განათლებასა და შესაფერის ჯანდაცვის სისტემას ითხოვენ,“ – ამბობს ინტეგრაციისა და მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრა გომიდი.

ბრაზილიელებისთვის ბრაგის მუნიციპალიტეტი ერთგვარი ელდორადოა. რეგიონში ახლა თითქმის 13 000 ბრაზილიელი ცხოვრობს… აქაურობას ბრაგილიასაც კი უწოდებენ.

მარია მაია ბრაგაში ექვსი წლის წინ ჩამოვიდა. ახლა მას ყველის ბიზნესი აქვს. იგი ბრაზილიაში მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

„დღეს ბრაზილიაში მრავალი პრობლემაა, მათ შორისაა ფინანსური პრობლემები, უმუშევრობა. სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მთავარია, მათ ბრაზილიელებისთვის იმუშაონ, რომ სამშობლოში დარჩენის სურვილი ჰქონდეთ და უკეთესის საძიებლად უცხოეთში არ წავიდნენ,“ – ამბობს მარია.

ქვეყნიდან წასული ბრაზილიელების რაოდენობამ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის დროს პიკს მიაღწია.

ბოლსონარუს ადმინისტრაციის პირობებში ბევრი მისი მოწინააღმდეგე ცდილობს ქვეყნის დატოვებას, თუმცა, მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, ბრაზილიიდან მოსახლეობა მაინც მასობრივად წავა”, – აღნიშნა მინიოს უნივერსიტეტის სოციოლოგმა რიტა რიბეირომ.

მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ თუ ლულა და სილვა… ერთ-ერთი მათგანი ბრაზილიის პრეზიდენტი გახდება. მარია იმედოვნებს, რომ არჩევნები გარდამტეხი იქნება ქვეყნისთვის.

„მე მინდა ვიხილო უფრო ძლიერი ბრაზილია, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის, და მათ ექნებათ შესაძლებლობა, იამაყონ თავიანთი ქვეყნით“, – ამბობს მარია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend