კატეგორიები

სორტაში რეზერვისტებმა ფიცი დადეს

სორტაში რეზერვისტებმა ფიცი დადეს

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე, 102-ე და 103-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სორტაში სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ 101-ე კადრირებული ბატალიონის დაზვერვის ოცეულმა საჩვენებელი ტაქტიკური დავალება შეასრულა. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე.

მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები