კატეგორიები

PMCG: 2010-2020 წლებში საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობამ მოსახლეობის 23% შეადგინა

PMCG: 2010-2020 წლებში საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობამ მოსახლეობის 23% შეადგინა

პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.

როგორც ანგარიშში წერია, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება, რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.

მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, იტალიასა  და სომხეთში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაცია საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნაა, რათა მათი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყონ.

ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები