კატეგორიები

კიევი ირწმუნება, რომ უკრაინულმა არმიამ ხარკივის ოლქი დაიბრუნა

კიევი ირწმუნება, რომ უკრაინულმა არმიამ ხარკივის ოლქი დაიბრუნა

აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე რუსული არმია მძიმე დანაკარგებით უკან იხევს. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, ხარკივს ოკუპაციის საფრთხე აღარ ემუქრება. რუსი სამხედრო მეთაურები თავიანთი ჯარის უკან დახევას არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე მათი შენაერთების გადაჯგუფება მიმდინარეობს, მოსახლეობას მიმართა ერთ-ერთმა უკრაინულმა სამხედრო დაჯგუფებამაც.

„ჰოპტივკას უკრაინული არმია აკონტროლებს.

130-ე ბატალიონი უკრაინელ ერს მიესალმება.

ჩვენი მისია შესრულებულია.

დიდება გმირებს.“

უკრაინული არმიის შეტევა გრძელდება სამხრეთის ფრონტის ხაზზეც, ოკუპანტებს კი ცოცხალი ძალისა და სხვა სამხედრო რესურსის ნაკლებობის ფონზე უწევთ საომარი მოქმედებების წარმოება.

 

დაკავშირებული ამბები
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები