კანადაში დასრულდა მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის სამძებრო ოპერაცია. პოლიციამ დამნაშავე დააკავა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადავარდა თეთრი ჯიპი გზიდან, როდესაც მას პოლიციელები მისდევდნენ. შემთხვევა როსთერნის დასახლებასთან ახლოს, სასკაჩევანში, მოხდა.
ეჭვმიტანილები ძმები იყვნენ, რომელთაგან ორივე გარდაცვლილია.
სასკაჩევანის პოლიციის კომისრის ასისტენტი რონდა ბლეკმორი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებიდან მალევე გაუარესდა. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა იგი მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სანდერსონისთვის არაერთი ბრალდება უნდა წაეყენებინათ რამდენიმე დღის წინ სოფელ ველდონში მოწყობილი მასობრივი მკვლელობის გამო.
თავდასხმის დროს დაიღუპა 10 და დაიჭრა 18 ადამიანი. ეს კანადის თანამედროვე ისტორიაში მასობრივი ძალადობის ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევაა.