კატეგორიები

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩინეთის პროვინცია სიჩუანში

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩინეთის პროვინცია სიჩუანში

ბოლო ინფორმაციით, 74 ადამიანი დაიღუპა და 26 დაიკარგა 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს ჩინეთის პროვინცია სიჩუანში.

მიწისძვრამ მეწყერი და შენობების ნგრევა გამოიწვია პროვინციის დედაქალაქ ჩენდუში, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

300-მდე ადგილობრივი, მათ შორის 29 დაშავებული, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. სიჩუანში, რომელიც ტიბეტის პლატოს კიდეზე მდებარეობს, მიწისძვრა ხშირია.

ამ რეგიონში 2008 წელს 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც თითქმის 90 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Related news
რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ვიდეოკონფერენციის შემდეგ სი ძინპინს დონალდ ტრამპიც ესაუბრა სი ძინპინი ფინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სხვა ამბები