კატეგორიები

წინანდლის ფესტივალი 2 სექტემბრიდან კლასიკური მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებს

წინანდლის ფესტივალი 2 სექტემბრიდან კლასიკური მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებს

2 სექტემბრიდან კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი უმასპინძლებს. ფესტივალი 2022 წელს უკვე მეოთხედ ტარდება და 19 კონცერტს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში ცნობილი შემსრულებლების გვერდით პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი კვლავ წარსდგება 4 კონცერტით.

80-წევრიანი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შემადგენლობაში ჟიურის მიერ წინასწარი მოსმენების შედეგად შერჩეული 6 მეზობელი ქვეყნის მუსიკოსები არიან.

ნახევარი ორკესტრი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული. წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით წინანდლის ისტორიული მამულში დაფუძნდა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები