კატეგორიები

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი ლულა და სილვა ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი ლულა და სილვა ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი ლუის ინასიუ ლულა და სილვა ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გაძლიერდება გარემოს დაცვის მართვის აქამდე უგულებელყოფილი მექანიზმები.

ლულა აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის, ბოლსონარუს პოლიტიკამ მნიშვნელოვნად დააზარალა გარემო, განადგურდა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი.

ლუის ინასიუ ლულა და სილვა ამბობს, რომ, თუკი მას მიეცემა ქვეყნის მართვის შესაძლებლობა, აუცილებლად გააძლიერებს ურთიერთობას ევროკავშირთან. მისი თქმით, ასევე ეცდებიან, რომ შედგეს სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის.

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტი ბოლსონარუ საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხეჯერ იყრის კენჭს. წინასწარი გამოკითხვებით, იგი მცირედით ჩამორჩება ყოფილ პრეზიდენტ ლულა და სილვას.

დაკავშირებული ამბები
არჩევნები ბრაზილიაში - მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ბრაზილია მერკოსურის შეთანხმებაში კოლუმბიის შემოერთებაზე მუშაობს
სხვა ამბები