კატეგორიები

დიდ ბრიტანეთში პორტ ფელიქსტოუში მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

დიდ ბრიტანეთში პორტ ფელიქსტოუში მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

ბრიტანეთის უდიდეს გადამზიდ პორტ ფელიქსტოუში ხელფასებისა და მაღალი ინფლაციის გამო, მუშები რვადღიით გაიფიცნენ. აღმოსავლეთ ინგლისში არსებულ საკონტეინერო პორტში დაახლოებით 2000 თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების ზრდას ითხოვენ სატვირთო გემი ფელიქსტოუში დადგა, მუშებმა კი პორტთან გამოხატეს თავიანთი პოზიცია. პორტი წელიწადში დაახლოებით 2000 გემის 4 მილიონ კონტეინერს ამუშავებს – ეს ქვეყანაში შემომავალი ტვირთების თითქმის ნახევარია.

მუშებს შესთავაზეს ხელფასების გაზრდა: “მიმდინარე წელს საშუალოდ 8%-ზე მეტით”.

მაგრამ მუშების განცხადებით,  ეს საკმარისი არ არის იმ კომპანიისგან, რომელიც მილიონობით მოგებას იღებს. პორტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შეთავაზება სამართლიანია.

ბრიტანელები ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების ყველაზე მძიმე სირთულეების წინაშე დგანან, რადგან ინფლაციის გამო მათი ხელფასები ვერ ფარავს სასურსათო ხარჯებსა და კომუნალურ გადასახადებს.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ინფლაციის დონე 10,%-ს შეადგენს, რაც 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაკავშირებული ამბები
დიდ ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა
სხვა ამბები