კატეგორიები

ომი უკრაინაში: მხარეები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურზე თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ომი უკრაინაში: მხარეები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურზე თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომლებშიც,  როგორც აცხადებენ, აღბეჭდილია უკრაინელების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგები. ბოლო ინფორმაციით, 6-დან 3  ტურბინა გათიშულია.

ელექტროენერგიის მომარაგების შეფერხებამ  კი შესაძლოა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების გაგრილების სისტემაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

უკრაინული და რუსული მხარეები თავდასხმებში კვლავინდებურად ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოქალაქეები, რომლებიც ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ცხოვრობენ, ჩერნობილის კატასტროფას იხსენებენ.

ადგილობრივებმა არ იციან, რითი დამთავრდება შექმნილი ვითარება.

მოსახლეობა შეშფოთებულია, რადგან ატომური ელექტროსადგური მათთან ძალიან ახლოსაა. იქ მცხოვრებნი ფიქრობენ, რომ რადიაცია მაშინვე მათ მხარეს წამოვა და წყალზეც აისახება.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლომიდირ ზელენსკის მიაჩნია, რომ ის რუსები, რომლებიც ომის წინააღმდეგ არ გამოდიან, დანაშაულის თანამონაწილენი არიან.  მისი თქმით, ყველას ხმა,  სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, რუსეთის ტერიტორიაზე თუ მის საზღვრებს გარეთ,  უკრაინის მხარდასაჭერად და ომის საწინააღმდეგოდ უნდა ისმოდეს.

ეთიოპიისთვის განკუთვნილი ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა კი შავი ზღვის ოდესის პორტი დატოვა. გემს 23 000 ტონა მარცვლეული გადააქვს. ეთიოპია ერთ-ერთია იმ ხუთი ქვეყნიდან, რომლებსაც შიმშილი ემუქრებათ.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას
სხვა ამბები