კატეგორიები

თეთრ სახლში უარყოფენ, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაშია

თეთრ სახლში უარყოფენ, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაშია

შეერთებული შტატების ეკონომიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ინფლაციის გამო რთულ მდგომარეობაშია.
თუმცა ეკონომიკას ჯერჯერობით რეცესია არ ემუქრება. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა ისაუბრა  იმ მონაცემებზე, რომლებიც აპრილიდან ივნისამდე მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას უკავშირდება.

ეკონომისტთა და ამერიკელების უმრავლესობა  რეცესიას ერთნაირად განმარტავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შემცირება და მასობრივი დათხოვნა, ამ დროს მცირდება კერძო სექტორის აქტივობა და მოქალაქეების საოჯახო ბიუჯეტი, რაც ეკონომიკის დასუსტებას გულისხმობს. თუმცა ჯანეტ იელენის თქმით, ამჟამად სხვა ვითარებაა, რადგან აშშ-ში კვლავ იქმნება სამუშაო ადგილები, მოქალაქეთა ფინანსური მდგომარეობა ისევ მყარია, მომხმარებლები ხარჯავენ თანხას და ბიზნესებიც იზრდება.

8 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნებისას ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ფაქტორი. სწორედ არჩევნები  გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა კონგრესში ჯო ბაიდენის დემოკრატიული პარტია უმრავლესობას.

შეერთებულ შტატებში მზარდმა ინფლაციამ და მოსალოდნელმა რეცესიამ მომხმარებელთა თავდაჯერებულობა შეარყია. საზოგადოებაში გაჩნდა  ეჭვი ეკონომიკის მდგრადობასთან დაკავშირებით.

დაკავშირებული ამბები
ჯეი დი ვენსის თქმით დონალდ ტრამპის განცხადება, მოლაპარაკებებისას ეკონომიკის არ გათვალისწინების შესახებ, კონტექსტიდან იქნა ამოღებული სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს
სხვა ამბები