იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს.
პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია.
კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, – წერს პრეზიდენტი.
What we’re seeing in Bichvinta is a form of annexation of Georgian territory by Russia. We see a strong popular reaction to the developments. This is the result of continued occupation
I strongly condemn this and call on the international community to strongly react to this.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 25, 2022
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება.
არსებული ინფორმაციით, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორისაა დადებული, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული.
