მთავარიევროპაუკრაინარუსეთის საზღვაო ბლოკადის შედეგად, უკრაინას ხორბალი ექსპორტზე კვლავ ვერ გააქვს

რუსეთის საზღვაო ბლოკადის შედეგად, უკრაინას ხორბალი ექსპორტზე კვლავ ვერ გააქვს

შავი ზღვის უკრაინულ პორტებში რუსეთის საზღვაო ბლოკადა მთელ უკრაინაზე ახდენს გავლენას. სატვირთო მანქანის დაახლოებით 2,000 უკრაინელი მძღოლი ვერ ახერხებს დუნაის სანაპიროსთან პატარა ნავსადგურ რენიდან გასვლას.

„პირველ რიგში, ამ ყველაფერში დამნაშავე აგრესორი ქვეყანა რუსეთია. რომ არა რუსეთი, დღეს ეს პრობლემები არ გვექნებოდა. თავისუფლად შევძლებდით ტვირთის ადგილზე მიტანას, საკმარისი მარაგი ყველას ექნებოდა და პრობლემაც აღარ იქნებოდა”, – წუხს სატვირთოს უკრაინელი მძღოლი ბოჰდან ბურია.

რენი ერთადერთი უკრაინულ პორტია, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს. თუმცა მოძველებული აღჭურვილობით, ამიტომ პორტს მარცვლეულის დიდ რაოდენობასთან გამკლავება უჭირს. გამოსავალი შეიძლება რუმინეთის ნავსადგური კონსტანცა იყოს.

„ყოველი დღე გამოწვევაა. უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით სიტუაციის გაუმჯობესებას ყოველდღიურად ვცდილობთ; დღეში ათასობით ტონა მარცვლეულს ვტვირთავთ; ეს არ არის მარტივი სიტუაცია, ეს რთული სამუშაოა“, – ამბობს ნავსადგური კონსტანცას თანამშრომელი მიჰაი სოფიანი.

რუმინეთის მარცვლეულის ნავსადგურებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მოდერნიზებულია. ქალაქ გალაცში სამუშაოები დასრულებულია; კონსტანცაში კი პორტის განახლება წლის ბოლოს დასრულდება.

„ჩვენ რბოლა დროსთან გვაქვს; 13 კმ-ზე მეტი სარკინიგზო ლიანდაგი და 75 გადასასვლელი უნდა შევცვალოთ”, – ამბობს კონსტანცის ნავსადგურის სპიკერი ვალენტინ კოსტეა.

რუმინეთი უკრაინას მარცვლეულის გატანაში ეხმარება, რომ ის მთელ მსოფლიოს მიაწოდოს. ევროკავშირის დახმარებით, რუმინეთი, უკრაინა და მოლდოვა ალტერნატიულ გზებს ეძებენ, რომ უკრაინამ 20 მილიონი ტონა მარცვლეული ექსპორტზე გაიტანოს. ამას წლევანდელი მოსავალიც დაემატება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend