მთავარიმსოფლიოაფრიკაპარიზის სასამართლომ რუანდის ყოფილ მაღალჩინოსანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პარიზის სასამართლომ რუანდის ყოფილ მაღალჩინოსანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პარიზის სასამართლომ რუანდის ყოფილ მაღალჩინოსანი გენოციდში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო.

ლორენ ბუკიბარუტა რუანდის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელიც საფრანგეთში გაასამართლეს 1994 წელს მომხდარი ხოცვა-ჟლეტის გამო.

თავდაპირველად, დღეს უკვე 78 წლის მამაკაცი უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა წლების შემდეგ სასამართლომ გენოციდის გამო მას თავისი წილი პასუხისმგებლობა დააკისრა.

დაახლოებით 28 წლის წინ, დაახლოებით 100 დღის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი მკვლელობების შედეგად 800 000 ტუტსი და ჰუტუ დაიღუპა.

სამხრეთ რუანდის რეგიონი, რომლის პრეფექტიც ბუკიბარუტა იყო მოწყობილი გენოციდის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა.

ბუკიბარუტას ბრალი დასდეს იმაში, რომ მან დაარწმუნა ათასობით ადამიანი, თავდაცვის მიზნით გადასულიყვნენ მურამბის ტექნიკურ სკოლაში. იგი  მათ საკვებს, წყალსა და დაცვას დაჰპირდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ათიათასობით ტუტსი დახოცეს სკოლაში. ამ ფაქტს გენოციდის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ეპიზოდად მიიჩნევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend