კატეგორიები

აშშ-ში აღლუმზე მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

აშშ-ში აღლუმზე მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ჩიკაგოს გარეუბანში  აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

22 წლის ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 8 კილომეტრის დაშორებით, ჰაილენდ-პარკში დააკავეს. პოლიციამ გამოაქვეყნა მეორე ეჭვმიტანილის რობერტ კრიმოს ფოტო. მას ჯერ კიდევ ეძებენ.

აღლუმის დროს შეიარაღებულმა მამაკაცმა სახურავიდან გახსნა ცეცხლი. იქ ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა. ყველა შეშინებული იყო. ინცინდენტის შემდეგ აღლუმი გაუქმდა, ხოლო ღონისძიებაზე მისულ პირებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს

ყველა, ვინც აღლუმზე სროლის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Related news
დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება
სხვა ამბები