საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია – ,,წინ ევროპისკენ” ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით დაიწყო.
ადგილზე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.
მათი ნაწილი აქციას სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით, შეძახილებითა და დროშებით შეუერთდა, რასაც ადგილზე შეკრებილების ტაში და ოვაციები მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციას ასევე უერთდება საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა.
დაგეგმილი აქციის გამო, ტერიტორიაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.