მთავარიევროპანიდერლანდებინიდერლანდებში წარმოქმნილ ტორნადოს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიდერლანდებში წარმოქმნილ ტორნადოს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორშაბათს, 27 ივნისს ნიდერლანდების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წარმოიქმნა ტორნადო. დაიღუპა ერთი ადამიანი,  9 კი დაშავდა.

ბოლო 30 წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტორნადოს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ქარბორბალამ დაანგრია  ზღვისპირა ქალაქ ზირიზკეს მნიშვნელოვანი ნაწილი.  ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია.

ადგილობრივებს არასდროს დაავიწყდებათ ხმა და ის კადრი, თუ როგორ ხდიდა ძლიერი ქარი სახლს სახურავს. შემზარავი სანახავი იყო, ნამსხვრევები ძირს ცვიოდა.

ადგილობრივ გაზეთში წერენ, რომ ქალაქში შექმნილი ვითარება საომარ მდგომარეობას ჰგავდა.

გარდაცვლილი ტურისტი იყო, რომელსაც სახურავის ნაწილი მოხვდა თავში. მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ აქ ტორნადო წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე წარმოიქმნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend