კატეგორიები

შარლ მიშელი G7-ის სამიტზე: მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება

შარლ მიშელი G7-ის სამიტზე: მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება

მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება – ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

შარლ მიშელის აზრით, ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის.  მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ბოლო სამიტზე ევროკავშირი უკვე შეთანხმდა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

ისინი მზად არიან, კანდიდატის სტატუსი  მიანიჭონ ბოსნიასა და საქართველოსაც, როგორც კი რეფორმები შესრულდება.

შარლ მიშელის შეფასებით,  ეს ისტორიული მომენტია  როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპის მომავლისთვის.

დაკავშირებული ამბები
გერმანია კიბერთავდაცვითი მექანიზმების შემუშავებას გეგმავს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებას ჰიბრიდულ ტაქტიკად მიიჩნევს
სხვა ამბები