კატეგორიები

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრიორიტეტები შევასრულოთ

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრიორიტეტები შევასრულოთ

ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაიანსა და მოლდოვას. მადლობა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერის გვერდზე.

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები