კატეგორიები

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: მზად ვართ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის გზამკვლევი ვიყოთ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: მზად ვართ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის გზამკვლევი ვიყოთ

საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე, როგორც ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ტვიტერზე წერს.

„ჩვენ სრულად ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს და მზად ვართ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის გზამკვლევი ვიყოთ, რათა ქვეყანა ევროპულ ოჯახთან დავაახლოვოთ“,- წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

გუშინ, 23 ივნისი ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები