ბულგარეთის ცენტრისტული კოალიცია დაშლის პირასაა. მას, სავარაუდოდ, უნდობლობას გამოუცხადებენ. კანონმდებლებმა კანონპროექტი სამშაბათს ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა მხოლოდ გასულ დეკემბერს ჩამოაყალიბა ოთხმხრივი კოალიცია, სახელწოდებით “ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს”, რომელმაც პირობა დადო, რომ კორუფციას დაამარცხებდა.
სამშაბათს, 21 ივნისს საღამოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პარლამენტის შენობასთან, შეშფოთების გამოსახატავად დაახლოებით ათასი პროსამთავრობო დემონსტრანტი შეიკრიბა. მათი მთავარი ლოზუნგი იყო: „ჩვენ მივაღწევთ წარმატებას“.
პეტკოვმა, რომელსაც განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და ევროკავშირის მომხრე პოლიტიკოსია, მოუწოდა კანონმდებლებს, კენჭისყრის პროცესში გაითვალისწინონ ხალხის ინტერესი.
ბულგარეთის მთავრობას საჯარო ფინანსების, ეკონომიკური პოლიტიკის “ჩავარდნისა” და მზარდი ინფლაციის მოტივით, უნდობლობა გამოუცხადა მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტია „გერბმაც, რომელსაც ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი მართავს. ის პრემიერმინისტრობის თანამადებობას 2021 წლამდე იკავებდა.
თუ მთავრობა ოთხშაბათს კენჭისყრის ჩატარებას ვერ შეძლებს, შესაძლოა ბულგარეთში ბოლო ერთ წელიწადში არჩევნები მეოთხედ ჩატარდეს.