კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი: „საქართველოს ბედი და ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში”

სალომე ზურაბიშვილი: „საქართველოს ბედი და ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში”

დღეს, 16 ივნისს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული აქცია გაიმართა.

ევროპული მომავლის მხარდასაჭერად აქციაზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავად, საქართველოს პრეზიდენტი.

„საქართველოს ბედი და ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში – დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, რომ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს“ – განაცხადა აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები