კატეგორიები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში.

“მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა”, – ნათქვამია სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავშირებული ამბები
მარკ რუტე მოკავშირეებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო მეტი სისტემის გაგზავნისკენ მოუწოდებს ნატოს სარდალმა  წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც ალიანსზე ნებისმიერ თავდასხმას სრულიად უშედეგოს გახდის
სხვა ამბები