კატეგორიები

ევროპის მოედანზე გამართულ აქციას ელჩები ესწრებოდნენ

ევროპის მოედანზე გამართულ აქციას ელჩები ესწრებოდნენ

16 ივნისს ევროპის მოედანზე გამართულ აქციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, გერმანიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები.

,,ეს საღამო ევროპას შეეხება. სხვა რამ ამ საღამოს არ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მთავრობის შეკრება. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე, ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს ევროკავშირს, მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და პოლიტიკური პარტიებისგან სწორად ამას მოელიან”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

„მოსაზრებები, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაზე განხილული იქნება ყველა წევრ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ველოდებით, რომ ერთი კვირის თავზე ევროპული საბჭო და წევრი სახელმწიფოები თავად დააფიქსირებენ აზრს იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გავრცელდება“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები