უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისთვის ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ქალაქის აღების მიზნით რუსული არმიის 20-მდე ტაქტიკური ბატალიონი იბრძვის, ქალაქი განუწყვეტლივ იბომბება.
დიდი ბრიტანეთი აპირებს უკრაინას სარაკეტო კომპლექსები გადასცეს, რომლის დახმარებითაც უკრაინული არმია 80-მდე კილომეტრის მანძილზე შეძლებს შეტევების განხორციელებას.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კი ახალ სამიზნეებზე დარტყმით იმუქრება.
ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის” მრჩეველი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე საუბრობს უკრაინაში მიმდინარე ომზე