მთავარისაქართველო„დემოკრატიის კვლევის ცენტრი” წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი” წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე „დემოკრატიის კვლევის ცენტრმა” წინასაარჩევნო გარემოზე ანგარიში წარადგინა. კვლევა 27 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო პროცესი წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა. მათი თქმით, არჩევნების დანიშვნის დღის შემდეგ მიღებული რამდენიმე საკანონმდებლო აქტის შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება იყო.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით 2024 წელს საარსებო დახმარება დაახლოებით 47 000-ზე მეტმა პირმა მიიღო. 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდულს მაჩვენებელს 682 739 ადამიანს მიაღწია. ეს საქართველოს მოსახლეობის 18,5 %-ია. სპიკერების თქმით, ესეც ხელისუფლების მიერ ხმების მოპოვების ერთ-ერთი ხერხია.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ანგარიშში წერია, 2024 წელს საქართველოს მუნიციპალიტეტებში იყო შტატების რაოდენობისა და სახელფასო ფონდის საგრძნობი ერთჯერადი ზრდა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება შეფასდეს.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. ანგარიშში განხილულია ძალადობის მხოლოდ 9 შემთხვევა, რომელთა გადამოწმება „დემოკრატიის კვლევის ცენტრმა” დამატებით რამდენიმე წყაროსთან შეძლო.

საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს დაემთხვა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სახელისუფლებო პარტიასთან გაიგივება შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას შორის და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა საარჩევნო სუბიექტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend